ევროკავშირის უუნარობა განახორციელოს საკუთარი გადაწყვეტილება უკრაინისთვის საბრძოლო მასალის ერთობლივი შესყიდვის შესახებ იმედგაცრუებას იწვევს, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინისთვის უმოქმედობის ღირებულება ადამიანების სიცოცხლეში იზომება.
„ეს არის ტესტი იმისა, აქვს თუ არა ევროკავშირს სტრატეგიული ავტონომია უსაფრთხოების სფეროში ახალი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას. უკრაინისთვის უმოქმედობის ღირებულება ადამიანების სიცოცხლეში იზომება“, - წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი.
შეგახსენებთ, Politico-ს ინფორმაციით, ევროკავშირის ელჩებმა უკრაინისთვის საბრძოლო მასალის შესყიდვის გეგმის ერთ-ერთ პუნქტში პროგრესს ვერ მიაღწიეს, კერძოდ დავა ეხება საკითხს, თუ ვისთან გაფორმდება საბრძლო მასალის წარმოების კონტრაქტები.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press