ახლა საპარლამენტო არჩევნების დრო არ არის, რადგან კანონის თანახმად, საპარლამენტო არჩევნები არ შეიძლება ჩატარდეს საომარი მდგომარეობის დროს, - ამის შესახებ უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა განაცხადა.
მისივე თქმით, საომარი მდგომარეობის დროს ხარისხიანი და სანდო არჩევნების ჩატარება შეუძლებელია, ხოლო საომარი მოქმედებების დასრულებისთანავე ჩატარდება ის არჩევნები, რომელიც კონსტიტუციის თანახმად უკრაინაში ამა წლის ოქტომბერში უნდა ჩატარებულიყო.
„ვფიქრობ, რომ არჩევნები საომარი მდგომარეობის დასრულებისთანავე ჩატარდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კანონი უნდა შეიცვალოს, მაგრამ, კიდევ ერთხელ, ძალიან მეეჭვება, რომ ახლა შესაძლებელი იყოს უკრაინაში მაღალი ხარისხის, კანონიერი არჩევნების ჩატარება, რომლის შედეგებს საზოგადოება ენდობა. არის უფრო მნიშვნელოვანი საკითხები, რაზეც ახლა უნდა გავამახვილოთ ყურადღება. ეს ნამდვილად არ არის საარჩევნო საკითხი“, - განაცხადა სტეფანჩუკმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press