Foto

აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი გერმანიაში, „რამშტეინის“ საჰაერო ძალების ბაზაზე ჩავიდა

აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი გერმანიაში, აშშ-ის „რამშტეინის" საჰაერო ძალების ბაზაზე ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ის თავადვე ავრცელებს.

მისივე თქმით, "რამშტეინის" საავიაციო ბაზაზე ხვალ უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფს 40-ზე მეტ მოკავშირე და პარტნიორ ქვეყანასთან ერთად უმასპინძლებენ, რათა უკრაინის უსაფრთხოების საკითხზე მუშაობა გაგრძელდეს.

"მივედი რამშტეინის საავიაციო ბაზაზე, სადაც ხვალ ვუმასპინძლობ უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფს 40-ზე მეტ მოკავშირე და პარტნიორ ქვეყანასთან ერთად, რათა გავაგრძელოთ ჩვენი მნიშვნელოვანი მუშაობა უკრაინის უსაფრთხოების ყველაზე გადაუდებელი საჭიროებების მხარდასაჭერად", - წერს ოსტინი.