რესპუბლიკელმა სენატორებმა და წარმომადგენლობითი პალატის წევრებმა მოამზადეს ერთობლივი წერილი, რომლითაც შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს მოუწოდებენ, რომ უკრაინის დახმარება შეწყვიტოს. ამის შესახებ ინფორმაციას "ევროპული პრავდა" ავრცელებს.
ღია წერილში ნათქვამია, რომ რუსეთ-უკრაინის ომი მეორე წელია მიმდინარეობს, მაგრამ დასასრულის პროგნოზირება შეუძლებელია, არსებული ომი კი შეერთებული შტატების ინტერესებში არ შედის.
ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის ამჟამინდელი სტრატეგია - მუდმივი დახმარება და სანქციები - იწვევს ესკალაციას და ზრდის რუსეთთან პირდაპირი დაპირისპირების საფრთხეს.
„ომის მეორე წელი დაიწყო, მაგრამ დასასრულის პროგნოზირება შეუძლებელია. მარიონეტული ომი რუსეთთან უკრაინაში არ შედის შეერთებული შტატების ინტერესებში და ესკალაციის საფრთხეს ქმნის, რომელიც შეიძლება, უკონტროლო გახდეს“, - ნათქვამია წერილში.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press