უკრაინის პრემიერ-მინისტრის, დენის შმიგალის განცხადებით, უკრაინას ქალაქების, დაბებისა და სოფლების აღდგენაში 60 ქვეყანა ეხმარება.
პრემიერ-მინისტრის თქმით, 300-ზე მეტმა დასახლებამ რეკონსტრუქციის შესახებ შეთანხმებას 1 500-მდე ინდივიდუალურ სხვადასხვა მხარესთან ხელი უკვე მოაწერა.
"ჩვენ ვცდილობთ, გავაერთიანოთ საერთაშორისო მხარდაჭერა; გავაუმჯობესოთ ურთიერთქმედება ომის შედეგად დაზარალებულ თემებსა და პარტნიორებს შორის; ჩავუყაროთ საფუძველი გრძელვადიან თანამშრომლობას მომავალში", - თქვა შმიგალმა კიევში გამართულ სამიტზე.
ცნობისთვის, კიევის ეკონომიკის სკოლა ავრცელებს მონაცეებს, რომლის მიხედვითაც, ამ დრომდე, უკრაინაში რუსეთის ომის შედეგად მიყენებულმა ზარალმა თითქმის 143,8 მილიარდ დოლარს მიაღწია.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press