Foto

პისტორიუსი - ნატო-ს კარი ღიაა, მაგრამ ახლა უკრაინის გაწევრიანების დრო არ არის

ნატო-ს კარი ღიაა, მაგრამ ახლა უკრაინის ალიანსში გაწევრიანების დრო არ არის, - ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი აცხადებს.

პისტორიუსის თქმით,  უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების გადაწყვეტილება მხოლოდ სოლიდარობის გამო ვერ მიიღება.

„კარი ღიაა, მაგრამ ახლა გადაწყვეტილების დრო არ არის“, - ამბობს გერმანიის თავდაცვის მინისტრი.

შეგახსენებთ, გუშინ, 20 აპრილს ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი მოულოდნელი ვიზიტით კიევს ესტუმრა. პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართული პირისპირ შეხვედრის შემდეგ, ლიდერებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დროა, ნატო-მ უკრაინა ალიანსში მიიწვიოს. თავის მხრივ, სტოლტებერგმა აღნიშნა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი ნატო-შია.