Foto

ლოიდ ოსტინი გერმანიაში ოლექსი რეზნიკოვს შეხვდა

უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი გერმანიაში ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინს შეხვდა. 

შეხვედრა უკრაინის თავდაცვის საკითხებზე მომუშავე საკონტაქტო ჯგუფის „რამშტაინის“ ფორმატის გამართვამდე შედგა.

როგორც რეზნიკოვმა სოციალურ ქსელში დაწერა, შეხვედრაზე მოკავშირეები განიხილავენ არა მხოლოდ გადაუდებელ საჭიროებებს, არამედ მთელი 2023 წლის სტრატეგიას.