ნატო-ს მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ უკრაინა ალიანსის წევრი გახდება,- ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
სტოლტენბერგის თქმით, ომის დასრულების შემდეგ, უკრაინას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ ახალი თავდასხმები თავიდან აიცილოს.
"როდესაც ომი დასრულდება, ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ისტორია არ განმეორდება და რომ რუსეთს აღარ შეეძლება, განაგრძოს თავდასხმა და კვლავ ომის წარმოება უკრაინისა და ევროპის უსაფრთხოების წინააღმდეგ",- უთხრა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა გერმანიაში ჟურნალისტებს.
შეგახსენებთ, გუშინ, 20 აპრილს იენს სტოლტენბერგი მოულოდნელი ვიზიტით კიევს ესტუმრა. პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართული პირისპირ შეხვედრის შემდეგ, ლიდერებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.
უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დროა, ნატო-მ უკრაინა ალიანსში მიიწვიოს. თავის მხრივ, სტოლტებერგმა აღნიშნა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი ნატო-შია.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press