რა?! – ასე გამოეხმაურა უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი კიევში ვიზიტის დროს, ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებას, რომ უკრაინის ადგილი ნატო-შია.
ვიქტორ ორბანმა, სოციალურ ქსელში გააზიარა "პოლიტიკოს" პოსტი, სადაც იენს სტოლგენბერგი ამბობს, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი ნატო-შია, ალიანსი კი პირობას დებს, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ეს ყოველივე შესაძლებელი გახდეს.
ვიქტორ ორბანმა კი იენს სტოლტენბერგს ამ განცხადების შემდეგ, რიტორიკული კითხვა დაუსვა.
„რა?!“, - წერს ორბანი სოციალურ ქსელში.
მანამდე, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ უკრაინა ფინანსურად არარსებული ქვეყანაა და დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერის გარეშე, ომი დაუყოვნებლივ დასრულდება.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი მის ამ განცხადებას ანტიუკრაინული უწოდა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press