შეერთებული შტატები უკრაინული ძალების წვრთნას "აბრამსის" ტიპის ტანკების შენახვა/გამოყენების საკითხზე უახლოეს კვირებში დაიწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press, აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც ევროპისა და მსოფლიო ლიდერები "რამშტეინის" საჰაერო ბაზაზე უკრაინისთვის იარაღისა და სხვა აღჭურვილობის მიწოდების კოორდინაციის მიზნით შეიკრიბნენ.
აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ წვრთნა დაახლოებით 10 კვირის განმავლობაში გაგრძელდება, სასწავლო ტანკები კი, არ იქნება ის, რაც უკრაინას გადაეცემა რუსეთის წინააღმდეგ ომში გამოსაყენებლად.
წვრთნების განმავლობაში დაახლოებით 250 უკრაინელი ჯარისკაცი გადამზადდება, ნაწილი ტანკის ოპერირებას ისწავლის, ნაწილი კი - მის შეკეთებასა და მოვლას.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press