Foto

ალბანეთმა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა

ალბანეთმა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა. ამის შესახებ ინფორმაციას ალბანეთის საელჩო ავრცელებს.

საელჩოს ცნობით, ალბანეთის მინისტრთა საბჭოს მიერ 2023 წლის 20 აპრილს მიღებული ცვლილებების შესაბამისად რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი უქმდება.

„რუსეთში ალბანეთის რესპუბლიკის საელჩო გაცნობებთ, რომ ალბანეთის მინისტრთა საბჭოს 2023 წლის 20 აპრილის მიერ მიღებული ცვლილებების შესაბამისად, 2021 წლის 29 დეკემბერს რეზოლუცია No858-ით გათვალისწინებული უვიზო რეჟიმი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის უქმდება,“ - ნათქვამია ალბანეთის საელჩოს წერილში.