დიდი ბრიტანეთი იყო, არის და იქნება რუსეთის მარადიული მტერი, - ასე გამოეხმაურა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი დიდი ბრიტანეთის მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ახალ სანქციებს.
მედვედევმა ხაზგასმით, აღნიშნა, რომ რუსეთს დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილებები არ აინტერესებს.
„ჩვენ არ გვაინტერესებს მათი გადაწყვეტილებები. დიდი ბრიტანეთი იყო, არის და იქნება ჩვენი მარადიული მტერი“,
შეგახსენებთ, დიდმა ბრიტანეთმა რუსი ოპოზიციონერის, ვლადიმერ კარა-მურზას მოწამვლისა და დაპატიმრების საქმეზე ხუთ პირს სანქციები დაუწესა, სანქცირებულ პირებს შორის არიან რუსი გამომძიებლები, მოსამართლე და უსაფრთხოების სამსახურის ორი აგენტი, რომლებსაც კავშირი აქვთ 2015 და 2017 წელს ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მოწამვლასთან.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press