Foto

პოლონეთში გერმანული წარმოების ტანკ Leopard-ის ტექნიკური მომსახურების ცენტრი შეიქმნება

პოლონეთში გერმანული წარმოების ტანკ Leopard-ის ტექნიკური მომსახურების ცენტრი შეიქმნება. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ალექსი რეზნიკოვი ავრცელებს.

აღნიშნულს დღევანდელ შეხვედრაზე გერმანიის, პოლონეთის და უკრაინის თავდაცვის მინისტრებმა მოაწერეს ხელი.

რეზნიკოვმა ასევე განაცხადა, რომ თანამედროვე დასავლური ტექნოლოგია მოსკოვის დამარცხებას გამოიწვევს და რაც უფრო მალე მოხდება ეს, მით უფრო მალე დაისადგურებს მშვიდობა მსოფლიოში.

"დღეს ჩვენ ხელი მოვაწერეთ განზრახვას უკრაინის Leopard 2-ის მთავარი საბრძოლო ტანკებისთვის პოლონეთში ტექნიკური და მომსახურების ცენტრის შექმნის შესახებ. ეს ხელს შეუწყობს ჩვენი თანამშრომლობისა და უკრაინელი მცველების შესაძლებლობების გაძლიერებას", - წერს რეზნიკოვი.