რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ნიუ-იორკში ჩავიდა,- აღნიშნულის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარია ზახაროვა Telegram-ზე წერს.
ზახაროვას თქმით, ლავროვი 24-25 აპრილს გაერო-ს უშიშროების საბჭოს შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას.
"სერგეი ლავროვი ნიუ-იორკში ჩავიდა. ხვალ მისი თავმჯდომარეობით გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება",- წერს ზახაროვა.
მისივე თქმით, სერგეი ლავროვი დღეს გაერო-ს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშსაც შეხვდება.
შეგახსენებთ, რომ რუსეთი, პირველი აპრილიდან, ერთი თვით გაერო-ს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე გახდა, თუმცა შეერთებული შტატების მხრიდან დაბრკოლებების გამო რუსმა დიპლომატებმა ნიუ-იორკში მუშაობის დასაწყებად ვიზები ძალიან გვიან მიიღეს.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press