ბრაზილიის პრეზიდენტი ლუის ინასიო ლულა და სილვა, გლობალური ჰარმონიის მისაღწევად, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების აუცილებლობაზე საუბრობს.
როგორც ლულა და სილვამ პორტუგალიაში ვიზიტის დროს, ქვეყნის პრეზიდენტთნ, მარსელო რებელო დე სოუსასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რუსეთი უკრაინაში არ უნდა შეჭრილიყო.
„აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ვიპოვით ბევრად უკეთეს შედეგს მსოფლიოსთვის, თუ მოვახერხებთ მშვიდობის დამყარების გზის პოვნას. ეს ომი არ უნდა დაწყებულიყო, რუსეთი არ უნდა შეჭრილიყო, მაგრამ ეს მოხდა. ფაქტია, რომ ასე მოხდა. ამიტომ, მხარეების არჩევის ნაცვლად, მინდა ავირჩიო მესამე გზა, მშვიდობის მშენებლობა“,- განაცხადა ბრაზილიის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, უფრო ადრე, ლუის ინასიო ლულა და სილვა ამბობდა, რომ რუსეთ-უკრაინის ომისთვის პასუხისმგებლობას უკრაინაც იზიარებდა და რომ დასავლური სამხედრო დახმარება კონფლიქტს მხოლოდ აძლიერებდა.
ბრაზილიის პრეზიდენტის აღნიშნულმა განცხადება ევროკავშირში, აშშ-სა და კიევში გაღიზიანება გამოიწვია.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press