ჩვენთვის შეუძლებელია ბახმუტზე უარის თქმა, რადგან ეს ბრძოლის ფრონტის გაფართოებას დაეხმარება,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდმირ ზელენსკიმ Al Arabiya-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
ზელენსკის თქმით, თუ რუსული ჯარები ქალაქს დაიკავებენ, ეს შეიძლება გახდეს დონეცკის ოლქის ქალაქების - კრამატორსკისა და სლავიანსკის წინააღმდეგ შეტევისთვის.
„ჩვენთვის შეუძლებელია ბახმუტზე უარის თქმა, რადგან ეს ბრძოლის ფრონტის გაფართოებას დაეხმარება და რუსეთის ძალებს და "ვაგნერს" მისცემს შანსებს, დაიპყრონ ჩვენი მიწები. თუ რუსეთი დაიპყრობს ბახმუტს, ის წინ წავა ორ დიდ ქალაქში: კრამატორსკსა და სლავიანსკში",- განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, რუსეთი უკრაინაზე არ გაჩერდება და ეს ყველასთვის ნათელია.
შეგახსენებთ, რომ ბახმუტში რუსულ კერძო სამხედრო კომპანია Wagner-ის წინააღმდეგ რამდენიმე თვეა სასტიკი ბრძოლა მიმდინარეობს.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press