სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის პროცესი დაიწყო. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ხვთისიაშვილის განცხადებით, როგორც კომპანიებთან, ასევე საქართველოს მოქალაქეებთან მუდმივ კავშირზე იმყოფებიან.
„როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს მოქალაქეები გუშინ უსაფრთხო ლოკაციაზე იყვნენ გადაყვანილი ხართუმში, სუდანის დედაქალაქში. მათი ევაკუაციის პროცესი სამშობლოში უკვე დაწყებულია. ამ პროცესში აქტიურად არის ჩართული თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო და საქართველოს საელჩო ეგვიპტეში. შესაბამისად, იმედი გვაქვს, უახლოეს დღეებში მოხდება მათი საქართველოში დაბრუნდება. მუდმივ კავშირზე, კომუნიკაციაში ვართ კომპანიებთან და მუდმივად ვრჩებით კავშირზე საქართველოს მოქალაქეებთან, რომლებიც იმყოფებიან ხართუმში“, - ამბობს ხვთისიაშვილი.
ცნობისთვის, სუდანში, სადაც ქვეყნის არმიასა და სამხედრო დაჯგუფების, „სწრაფი მხარდაჭერის ძალების“ მებრძოლებს შორის დაპირისპირება მიმდინარეობს, საქართველოს 35-მდე მოქალაქე იმყოფება.
დაპირისპირება 15 აპრილს დაიწყო და ამ დრომდე არ შეწყვეტილა. აღსანიშნავია, რომ 18 აპრილს დაპირისპირებული მხარეები 24 საათის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, თუმცა ზავი დაირღვა.
ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ზავი 21 აპრილს მეორედ დაიდო. დაპირისპირებული მხარეები 72 საათის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტაზე იყვნენ შეთანხმებული.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
სახალხო დამცველის აპარატის განცხადება პოლიციელე...
Mana press