ჩვენი გადაწყვეტილებით, 300 ონკოლოგიური პაციენტი, ბავშვი, სრულად დაფინანსება სახელმწიფოს მიერ. ჩვენ შერჩეული გავქვს, უკვე გამოკვეთილია რამდენიმე საუკეთესო კლინიკა მთელ მსოფლიოში , სადაც მოხდება ამ ბავშვების მკურნალობა. აქვე მინდა ვთქვა, რომ ბიუჯეტი დაახლოებით 30 მლნ ლარამდე იქნება გამოყოფილი და ჩვენ სრულად დავფარავთ ყველა ხარჯს, იქნება ეს მკურნალობის, ცხოვრების, თუ ა.შ. მგზავრობის ხარჯებს. ასე რომ ყველა ბავშვი, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვი, დაფინანსება სახელმწიფოს მიერ, ესაა დაახლოებით 300 ბავშვი წელიწადში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოში სამწუხაროდ დღეს არ არის ყველა ის პირობა შექმნილი, რომ სრულყოფილი და რაც მთავარია ხარისხიანი, მაღალი სტანდარტის სერვისები მიიღონ ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვებმა, სწორედ ამიტომ, ხშირ შემთხვევაში საჭიროა ამ ბავშვების მკურნალობა საზღვარგარეთ, რაც მრავალი ათასი ამერიკული დოლარი ჯდება და ამის საშუალება ყველას არ აქვს.
„მინდა, რამდენიმე საკითხზე გავაკეთო განცხადება. პირველი საკითხი მინდა გაცნობოთ, რომ რამდენიმე ხნის წინ მე დავავალე ჯანდაცვის მინისტრს და ჩვენ დავიწყეთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე მუშაობა - მოგეხსენებათ, საქართველოში დაახლოებთ 300-მდე ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვი გვყავს, ჩვენი მოქალაქე, რომელთაც რა თქმა უნდა სახელმწიფო აფინანსებს, მათ მკურნალობას, წელიწადში მათთვის გამოყოფილია 10 მლნ ლარი დაახლოებით ი, მაგრამ ისიც მოგეხსენებათ, რომ საქართველოში სამწუხაროდ დღეს არ არის ყველა ის პირობა შექმნილი, რომ სრულყოფილი და რაც მთავარია ხარისხიანი და მაღალი სტანდარტის სერვისები მივაწოდოთ. ხშირ შემთხვევაში ჩვენ გვჭირდება ამ ბავშვების მკურნალობა საზღვარგარეთ. ისეთი სერვისები, როგორიცაა, თუნდაც პროტონული თერაპია, დასხივება და ა.შ. რაც მრავალი ათასი ამერიკული დოლარი ჯდება. ზოგ შემთხვევაში შეიძლება 100 000 ევრო დაჯდეს ერთი კურსი. რა თქმა უნდა ამის საშუალება ჩვენს მოქალაქეებს არ აქვთ, ყველას არ აქვს ამის საშუალება და სახელმწიფოსაც, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს გარკვეული შეზღუდვები ამ მიმართულებით. რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამით ფინანსდება ასეთი მომსახურება ამიტომ ეს საკითხი იყო გადაუწყვეტელი და მოუწესრიგებელი. ამიტომ ჩვენი გადაწყვეტილებით, 300 ონკოლოგიური პაციენტი, ბავშვი, სრულად დაფინანსება სახელმწიფოს მიერ. ჩვენ შერჩეული გავქვს, უკვე გამოკვეთილია რამდენიმე საუკეთესო კლინიკა მთელ მსოფლიოში , სადაც მოხდება ამ ბავშვების მკურნალობა. აქვე მინდა ვთქვა, რომ ბიუჯეტი დაახლოებით 30 მლნ ლარამდე იქნება გამოყოფილი და ჩვენ სრულად დავფარავთ ყველა ხარჯს, იქნება ეს მკურნალობის, ცხოვრების, თუ ა.შ. მგზავრობის ხარჯებს. ასე რომ ყველა ბავშვი, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვი, დაფინანსება სახელმწიფოს მიერ, ესაა დაახლოებით 300 ბავშვი წელიწადში.
აქვე მინდა ვთქვა, რომ ეს რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, საქმე ეხება სიცოცხლის გადარჩენას და ჩვენი ვალია, რა თქმა უნდა, ყველა ასეთ ადამიანს დავეხმაროთ. ძალიან კარგია, რომ ჩვენ შევძელით და გამოვნახეთ სათანადო თანხები, სახსრები ამ მიზნით.
აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ წლების წინ ჩემი ინიციატივით დავაფუძნეთ სოლიდარობის ფონდი, 25 მლნ ლარის ფარგლებში დავაფინანსეთ 1000-მდე ბენეფიციარი ბავშვის მკურნალობა, ონკოლოგიური პაციენტები და ახლა უკვე, ამ პროგრამის შემდეგ არც ერთ ბავშვს არ ექნება დაფინანსების პრობლემა. არც ერთ ოჯახს არ შეექმნება პრობლემა, ყველას ვუმკურნალებთ საუკეთესო კლინიკებში, რომლებიც აღიარებულია მსოფლიოში", - განაცხადა პრემიერმა.
ბაზისბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებ...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრ...
„ავერსი“ კიდევ ერთხელ იმსახურებს &b...
„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა ...
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთ...
Mana press