ჩვენთვის საქართველო მნიშვნელოვანი ქვეყანაა, - ამის შესახებ ვროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს უსაფრთხოების სპეციფიკური საკითხები აქვს, რადგან ქვეყნის ტერიტორია რუსეთის მიერ ნაწილობრივ ოკუპირებულია, აქედან გამომდინარე, დღევანდელი მინისტერიალი ამ თემებზე სასაუბროდ კარგი ადგილია.
"ჩვენთვის საქართველო მნიშვნელოვანი ქვეყანაა და გვახსოვს, რომ მას აქვს უსაფრთხოების სპეციფიკური საკითხები, რადგან მისი ტერიტორია ნაწილობრივ ოკუპირებულია რუსეთის მიერ, ასე რომ ეს მნიშვნელოვანი დღეა საქართველოს შესახებ სასაუბროდ", - განაცხადა ბორელმა.
ცნობისთვის, ლუქსემბურგში ევროკავშირის მინისტერიალი მიმდინარეობს, სადაც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისრთან, ილია დარჩიაშვილთანაც გამართავენ.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press