ქართული ლეგიონის ლიდერი, მამუკა მამულაშვილი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ქალაქ კონსტანტინოვკაში დაბომბვას ქართული ლეგიონის 60 წევრი ემსხვერპლა.
მამულაშვილის თქმით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის ყალბი, რაც მიზნად რუსი სამხედროების მოტივაციას ისახავს.
"მორიგი ყალბი ინფორმაციაა. როგორც ჩანს, ისინი საკუთარი სამხედროების მოტივირებას ცდილობენ და ჩვენ მათი პირველი სამიზნე ვართ. ისინი ცდილობენ, ჩვენი ერთ ჯგუფი მაინც გაანადგურონ," - განაცხადა მამულაშვილმა "რადიო თავისუფლებასთან" საუბრისას.
„მთავარი არხის“ გაჩერება ხდება გვარ...
13 თებერვალს, Svaneti Freeride Week Junior...
თიბისის მხარდაჭერით 2-6 მაისს, „ქოლგ...
თიბისი კონცეპტმა ერთგულ მომხმარებელს, ტრადიციულ...
საქართველოს ბანკი 2012 წლიდან საჯარო მეტყველები...
Mana press