ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე ყველამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისინი ხედავენ საქართველოს ევროპულ ოჯახში და ეს ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გზავნილია, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ახლა საჭიროა ქვეყანამ გააძლიეროს რეფორმები, ყოველდღიური აქტივობა და საქმიანობები, რომლის საჭიროებაც ევროკომისიის მიერ მოცემული რეკომენდაციებიდან მომდინარეობს.
მინდა, აღვნიშნო, რომ მრგვალი მაგიდის გარშემო ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ძალიან პოზიტიურად გამოხატავდნენ ჩვენთან მიმართებით დამოკიდებულებას. თითქმის ყველამ აღნიშნა, რომ ისინი მყარად უჭერენ მხარს საქართველოს ევროპულ ოჯახში ინტეგრაციას. ყველამ ცალსახად, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისინი ხედავენ საქართველოს ევროპულ ოჯახში და ეს ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გზავნილია, რათა გავაძლიეროთ ჩვენი რეფორმები, გავაძლიეროთ ყოველდღიური აქტივობა და საქმიანობები, რომლის საჭიროებაც მომდინარეობს ევროკომისიის მიერ მოცემული რეკომენდაციებიდან. ამ მიმართულებით მე დავარწმუნე და ცალსახად, ხაზგასმით გავუზიარე ჩემს კოლეგებს, რომ საქართველო ევროპული ინტეგრაციის კუთხით მყარად დგას რეფორმების დღის წესრიგის განხორციელებაზე და მომავალშიც გავაგრძელებთ ამ მიმართულებით აქტიურ მუშაობას. ვისაუბრეთ სხვადასხვა თემატიკაზე, მაგრამ, რა თქმა უნდა, მთავარი საკითხი იყო საქართველოს ევროინტეგრაციის ხვალინდელი დღე“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press