Foto

IRI - შაბათს რომ არჩევნები ტარდებოდეს, 19% მხარს „ქართულ ოცნებას“, ხოლო 14% „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუჭერდა

"საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი" 2023 წლის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს.
 
IRI-ის კვლევის თანახმად, მომავალ შაბათს რომ არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 20%-მა არ იცის, ვის მისცემს ხმას, 19% "ქართულ ოცნებას" დაუჭერდა მხარს, 14% - "ნაციონალურ მოძრაობას", 3% "საქართველოსთვის" და ა.შ. 

IRI-ის ცნობით, კვლევა ჩატარდა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორის, რასა ალიშაუსკინეს მიერ.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1 500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი - 63%.