Foto

ჯო ბაიდენმა ოფიციალურად განაცხადა, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ოფიციალურად განაცხადა, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.

ბაიდენმა სპეციალური ვიდეომიმართვა გაავრცელა და აღნიშნა, რომ წინასაარჩევნო შეჯიბრი რესპუბლიკური ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლა იქნება.

„ოთხი წლის წინ, როცა წინასაარჩევნო კამპანია დავიწყე, ვთქვი, რომ ჩვენ ამერიკის სულისკვეთებისთვის ბრძოლაში ვიყავით, ახლა ისევ ვართ. საკითხი, რომლის წინაშეც ვართ, არის ასეთი, წლების შემდეგ ჩვენ უფრო მეტი თავისუფლება გვექნება, თუ ნაკლები, უფრო მეტი უფლებები, თუ ნაკლები. ვიცი, რა მინდა, რომ იყოს პასუხი და ვფიქრობ, თქვენც იცით. არ არის თვითკმაყოფილების დრო. სწორედ ამიტომ, ვაპირებ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას“,- ამბობს ბაიდენი.