საქართველო და ევროკავშირი ერთად უზრუნველყოფენ მშვიდობას, დემოკრატიასა და ეკონომიკურ ზრდას რეგიონში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მთავრობის მეთაურის თქმით, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტთან ნაყოფიერი შეხვედრა გამართა.
„ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტთან. ვაგრძელებთ ჩვენი ურთიერთობების გაძლიერებას. საქართველო მუშაობს 12 რეკომენდაციის დასრულებაზე და იმსახურებს კანდიდატის სტატუსს წლის ბოლოს. საქართველო და ევროკავშირი ერთად უზრუნველყოფენ მშვიდობას, დემოკრატიასა და ეკონომიკურ ზრდას რეგიონში“, - დაწერა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა Twitter-ზე.
ცნობისთვის, გუშინ, 24 აპრილს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, დელეგაციასთან ერთად, სამუშაო ვიზიტით ბელგიაში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში, ღარიბაშვილი ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდება.
ამ ტიპის ბევრი რეზოლუცია გვინახავს, ამ რეზოლუცი...
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა...
ვღელავ საქართველოში ოპოზიციონერი ლიდერების ...
პოლონეთის საელჩო თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, ...
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ...
Mana press