Foto

ჩეხეთის პრეზიდენტი - ჩინეთისთვის რუსეთ-უკრაინის ომის გაგრძელება მომგებიანია

რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობის დამყარებაში ჩინეთის ნდობა არ შეიძლება, რადგან ჩინეთისთვის ომის გაგრძელება მომგებიანია, - ამის შესახებ ჩეხეთის პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა განაცხადა.

მისივე თქმით, ჩინეთისთვის კრემლთან პარტნიორობა პრიორიტეტულია, ვინაიდან მას შეუძლია მიიღოს იაფი ნავთობი, გაზი და სხვა რესურსები.

"რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობის დამყარებაში ჩინეთის ნდობა არ შეიძლება, რადგან ჩინეთისთვის ომის გაგრძელება მომგებიანია.

ჩინეთს შეუძლია მოსკოვიდან მიიღოს იაფი ნავთობი, გაზი და სხვა რესურსები კრემლთან პარტნიორობის სანაცვლოდ, "შეზღუდვების გარეშე". მე არ ვფიქრობ, რომ ჩინეთი ნამდვილად დაინტერესებულია ომის მოკლე დროში დასრულებით", - ამბობს პაველი.

შეგახსენებთ, რუსეთ-უკრაინის ომის ერთი წლის თავზე ჩინეთმა უკრაინაში ომთან დაკავშირებით 12-პუნქტიანი ე.წ. სამშვიდობო გეგმა წარადგინა. 

ჩინეთის მიერ წარმოდგენილი გეგმა ჩართულ მხარეებს ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტისა და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისკენ მოუწოდებს.

ჩინეთის შეფასებით, კონფლიქტი ამჟამინდელი მოცემულობით უნდა შეწყდეს, ანუ რუს სამხედროებს უნდა მიეცეთ იმ ტერიტორიების შენარჩუნების უფლება, რომელსაც ახალ აკონტროლებენ, უკრაინას კი ამ მოცემულობასთან დაკავშირებით პრეტენზია არ უნდა ჰქონდეს.