მიზნად ვისახავთ, რომ გავაღრმაოთ NATO-სთან პრაქტიკული თანამშრომლობა ყველა მიმართულებით, ყველა განზომილებაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენსტ სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ე.წ. 12 პრიორიტეტის განხორციელებაზე, რომელიც სწრაფად დაინერგება პრაქტიკაში, როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, საქართველო კანდიდატის სტატუსს ნამდვილად იმსახურებს.
"აქტიურად ვმუშაობთ ამჟამადაც ე.წ. 12 პრიორიტეტის, 12 პუნქტის განხორციელებაზე, რომელიც საკმაოდ სწრაფად დაინერგება პრაქტიკაში და ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. მე, ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ მქონდა იმის პრივილეგია 2015 წელს მეხელმძღვანელა NATO-საქართველოს დაძმობილების პროექტისათვის და მის ფარგლებში გახსნილი ცენტრისთვის, რომელიც ოპერირებს 2015 წლიდან ძალიან პროდუქტიულად, შესაბამისად, ჩვენ მიზნად ვისახავთ, რომ გავაღრმაოთ NATO-სთან პრაქტიკული თანამშრომლობა ყველა მიმართულებით, ყველა განზომილებაში", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press