ერთმანეთს ხელი უნდა ჩავკიდოთ და ერთად უნდა უზრუნველვყოთ „რუსული ოცნების“ სახლში გაშვება, - ასე გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი "საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" (IRI) კვლევას.
მისივე თქმით, IRI-ის კვლევამ აჩვენა, რომ ნოემბრის შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის“ პროცენტი არის ორნახევარჯერ გაზრდილი, როგორც თავად აღნიშნავს, „ნაციონალურ მოძრაობას“ ნოემბრის თვეში ჰქონდა 6 პროცენტი, ხოლო ახლა 14 პროცენტი აქვს.
„სრულიად ოპოზიციას, საზოგადოებას, ოპოზიციურად განწყობილ პარტიებს მინდა მივმართო, რომ ჩვენ ახლა ყველამ ერთმანეთს ხელი უნდა ჩავკიდოთ და ერთად უნდა უზრუნველვყოთ „რუსული ოცნების“ სახლში გაშვება. ეს არის თითოეული ჩვენი მოქალაქის მოთხოვნა და კვლევები აჩვენებს ამას. ჩვენ ერთმანეთს ტალახი კი არ უნდა ვესროლოთ, არამედ გავერთიანდეთ და დავასრულოთ „რუსული ოცნება“, ჩვენ, „ნაციონალური მოძრაობა“ ამისთვის ვართ მზად და ვითანამშრომლებთ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან. გამოვრიცხავ მხოლოდ ერთ რამეს, რომ „რუსული ოცნების“ წინააღმდეგ არ გავაკეთებთ რამეს.“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
ცნობისთვის, დღეს "საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი" 2023 წლის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press