მინისტრთა კომიტეტმა ძალიან ბევრჯერ გამოხატა სრული მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი და სუვერენიტეტისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, - ამის შესახებ ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სორდის კოლბრუნ გილვადოთირმა განაცხადა.
მისივე თქმით, მინისტრთა კომიტეტმა არაერთხელ განაცხადა, რომ რუსეთის მიერ მხარდაჭერილი დე ფაქტო მთავრობების მხრიდან მიღებული ზომები არღვევს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.
„მულტილატერალიზმის გამოწვევა არის ის, რომ მოითხოვს დროს და პატარა ნაბიჯებია, რომლებიც გასაგებია. ასევე, გასაგებია, რომ რაღაც მომენტში ადამიანები ამის გამო კარგავენ მულტილატერალიზმის მიმართ რწმენას. მინისტრთა კომიტეტმა ძალიან ბევრჯერ გამოხატა სრული მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი და სუვერენიტეტისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მინისტრების მოადგილეებმაც არაერთხელ განაცხადეს, რომ დე ფაქტო მთავრობების, რომელთაც მხარს უჭერს რუსეთი, მიერ მიღებული ზომები არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მოუწოდებენ დე ფაქტო ხელისუფლებას, შეჩერდნენ და შემოაბრუნონ ეს პროცესი, რადგან, საერთაშორისო სამართლის მიხედვით, საქართველო არის ერთადერთი სუვერენული ქვეყანა, რომელსაც ეკუთვნის აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ან სამხრეთ ოსეთი. ევროპის საბჭო გააგრძელებს სიტუაციის მონიტორინგს“, – განაცხადა სორდის კოლბრუნ გილვადოთირმა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press