რუსეთი უნდა დამარცხდეს - სამყაროს სხვა მიზანი არ შეიძლება ჰქონდეს,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
როგორც სახელმწიფოს მეთაურმა ტრადიციული ვიდეომიმართვისას აღნიშნა, მსოფლიომ იცის, რომ რუსეთის შეჩერება შესაძლებელია და რომ ვიდრე აგრესორი არ დამარცხდება, თავს დაცულად ვერავინ ინგრძნობს.
"ვერავინ იგრძნობს თავს დაცულად, სანამ აგრესორი არ დამარცხდება. ამას ადასტურებს ყოველი დღე უკრაინაში... მსოფლიომ ასევე იცის - რუსეთის შეჩერება შესაძლებელია. ეს საერთო ინტერესია. რუსეთმა უნდა წააგოს, სამყაროს სხვა მიზანი არ შეიძლება ჰქონდეს. ჩვენმა საერთაშორისო სანქციების ჯგუფმა წარმოადგინა დოკუმენტი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერების შესახებ. სანქციების დოკუმენტი იქნება მსოფლიოს ყველა ლიდერის, როგორც პოლიტიკური, ასევე საზოგადოებრივი და ბიზნესლიდერის მაგიდაზე. სანქციები რუსეთის ნავთობისა და გაზის სექტორის, ატომური ინდუსტრიისა და აბსოლუტურად ყველას წინააღმდეგაა, ვინც ეხმარება რუსეთს, გვერდი აუაროს უკვე დაწესებულ შეზღუდვებს", - განაცხადა ზელენსკიმ.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press