საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა გიული ალასანია აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის გონების კარგვის ეპიზოდის დასადასტურებლად, კლინიკა "ვივამედში" დამონტაჟებული კამერების ჩანაწერები უნდა გამოქვეყნდეს.
როგორც ალასანიამ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, როდესაც ექსპრეზიდენტმა გონება დაკარგა, პალატაში მორიგე ექთანი იმყოფებოდა და ის შემთხვევის თვითმხილველია.
"წამოიწია და იგრძნო ცუდად თავი, სასწრაფოდ მე ვუთხარი - მიწექი, დაისვენე, არ ადგე. დღეს არის სწორედ ის ქალბატონი ექთანი, რომელიც იმ დღეს იყო, როცა მოხდა [გონების კარგვის ეპიზოდი], მის ხელში მოხდა, ის არის სწორედ მოწმე როგორ დაკარგა გონება... მე ვფიქრობ, რომ უნდა გამოქვეყნდეს კამერის ჩანაწერი და ყველაფერი ნათელი გახდება ყველასთვის. სამკითხაო არაფერი აღარ იქნება", - განაცხადა გიული ალასანიამ.
ქართველი ლიტერატურათმცოდნე, მწერალი, ესეისტი, &...
16 მაისამდე საქართველოში სეტყვა და ქარია მოსალო...
ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქ...
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამა...
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქართვ...
Mana press