იტალია გამოხატავს თავის მტკიცე მხარდაჭერას, რომ უკრაინა რაც შეიძლება მალე გაწევრიანდეს ევროკავშირში, - ამის შესახებ იტალიის პრეზიდენტმა, სერჯო მატარელამ განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინის დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა მსოფლიოს ყველა ქვეყნისთვის ფუნდამენტური ღირებულებაა, მან ასევე აღნიშნა, რომ საერთო ინტერესია მშვიდობა, მაგრამ მშვიდობა უნდა იყოს სამართლიანი.
"იტალია გამოხატავს თავის მტკიცე მხარდაჭერას, რომ უკრაინა რაც შეიძლება მალე გაწევრიანდეს ევროკავშირში და ჩვენ მივესალმებით უკრაინის ხელისუფლების ვალდებულებას, გადავიდნენ რეფორმების გზაზე
უკრაინის დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა ფუნდამენტური ღირებულებაა მსოფლიოს ყველა ქვეყნისთვის, რომელიც მხარს უჭერს ხალხის თავისუფლებას. ჩვენ ყველას გვინდა მშვიდობა, მაგრამ ეს უნდა იყოს სამართლიანი მშვიდობა", - განაცხადა იტალიის პრეზიდენტმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press