უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ზურაბ ოდიშვილი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას კავკასიური ლეგიონის მეთაური ლადო გამსახურდია ავრცელებს.
ჯერ-ჯერობით უცნობია თუ რა გახდა ქართველი მებრძოლის გარდაცვალების მიზეზი, მისი ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, უკრაინაში საქართველოს საკონსულო აღნიშნული ფაქტის შესახებ ინფორმირებულია.
"ზურაბ ოდიშვილი, ჩვენი მეგობარი გმირი ქართველი! ვუსამძიმრებ ოჯახის წევრებს და სრულიად საქართველოს, ცრემლები აღარ გვაქვს და გული ქვა გაგვიხდა ყოველ დღე დავსტირით ჩვენს გმირებს! ოქროს გულის კაცი!", - წერს ლადო გამსახურდია.
შეგახსენებთ, უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე 43 ქართველი მებრძოლია დაღუპული.
საქართველოს 20-წლამდე კალათბურთელთა ეროვნული ნა...
საქართველოს 16-წლამდე გოგონათა საკალათბურთო&nbs...
7 ივლისი იოანე ნათლისმცემლის დაბადების დღეა, რო...
საქართველოს ეროვნული კალათბურთის ყველა ნაკრები ...
5 ივლისი PLUS-ის დაბადების დღეა. ამ დღის აღსანი...
Mana press