ჩეხეთმა რუსეთის პატრიარქ კირილს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ პატრიარქი კირილი ისტორიული და რელიგიური თვალსაზრისით უკრაინის ტერიტორიას რუსეთის შემადგენლობასი თვლის და რუსეთის მიერ აწრმოებულ აგრესიას მხარს აქტიურად უჭერს.
„ის [კირილი] ისტორიული და რელიგიური თვალსაზრისით უკრაინის ტერიტორიას რუსეთის შემადგენლობაში თვლის. ამიტომ ყველას, ვინც რუსეთისა და უკრაინის ერთიანობის წინააღმდეგ იბრძვის, „ბოროტების ძალებს“ უწოდებს. მაშასადამე, პატრიარქი კირილი აცხადებს, რომ უკრაინაში აგრესია არის „მეტაფიზიკური განზომილების ბრძოლა“ „უკრაინის სულიერი წმენდისა“ და „კაცობრიობის გადარჩენისთვის“. ასევე, პატრიარქმა კირილმა არაერთხელ დალოცა რუსი ჯარისკაცები და ის მხარს უჭერს მათ ქმედებებს - არწმუნებს, რომ სწორი მიმართულებით მიდიან“, - ნათქვამია გადაწყვეტილებაში.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press