Foto

უკრაინის თავდაცვა - უკრაინის წინააღმდეგ თითქმის 370 ათასი რუსი ჯარისკაცი იბრძვის

უკრაინის წინააღმდეგ თითქმის 370 ათასი რუსი ჯარისკაცი იბრძვის 5 900 ათასი ერთეული მძიმე შეიარაღებით, მათი მიზანი კი უცვლელია - აიძულოს უკრაინის ხელისუფლება მოლაპარაკება. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის უპირველეს მიზნად რჩება ბახმუტი, კერძოდ, ამ ქალაქზე სრული კონტროლის დამყარება, ამასთან ერთად მტერი ასევე გააგრძელებს რეგიონის სხვა ქალაქების - ავდიივკასა და მარინკას დაპყრობის მცდელობას.

"რუსეთი აგრძელებს სრულმასშტაბიან შეიარაღებულ აგრესიას და ბოლო ინფორმაციით, არ თმობს უკრაინის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს განადგურების გეგმებს“, - ნათქვამია განცხადებაში.