Foto

პოდოლიაკი - რუსეთი და „გონივრული მოლაპარაკების ინიციატივები“ ერთმანეთთან შეუთავსებელია

ნებისმიერი დიალოგის დასაწყებად, არის მხოლოდ ერთი "გონივრული ინიციატივა" – "რუსეთმა სასწრაფოდ უნდა დატოვოს სხვისი სუვერენული ტერიტორია", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთი გონივრული მოლაპარაკების ინიციატივები ერთმანეთთან შეუთავსებელია, თუმცა უკრაინა სხვა ქვეყნებთან კონსულტაციებში ყოველთვის აფიქსირებს, რომ ტერიტორიული კომპრომისები არ დაიშვება.

"ნებისმიერი დიალოგის დასაწყებად, არის მხოლოდ ერთი "გონივრული ინიციატივა" – "რუსეთმა სასწრაფოდ უნდა დატოვოს სხვისი სუვერენული ტერიტორია"... გასაგებია, რომ რუსეთი და "გონივრული მოლაპარაკების ინიციატივები" ერთმანეთთან შეუთავსებელია... თუმცა, სხვა ქვეყნებთან კონსულტაციებში უკრაინა ყოველთვის მკაფიოდ გამოხატავს აზრს: "არა ტერიტორიულ კომპრომისებს", - წერს პოდოლიაკი.