ამერიკის შეერთებული შტატები და სამხრეთ კორეა, ფხენიანიდან მომავალი ბირთვული საფრთხეების დასაძლევად, ერთობლივ ზომებზე შეთანხმდნენ.
BBC-ის ცნობით, ვაშინგტონი სამხრეთ კორეის სიახლოვეს, პერიოდულად, ბირთვულ წყალქვეშა ხომალდებს განალაგებს და სეულს ბირთვული დაგეგმვის ოპერაციებში ჩართავს. აღნიშნულის სანაცვლოდ კი, სამხრეთ კორეა საკუთარ ბირთვულ იარაღს არ შექმნის.
შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ვაშინგტონის დეკლარაცია, რომელსაც სამხრეთ კორეის პრეზიდენტის, იუნ სუკ იოლის თეთრ სახლში ვიზიტისას მოეწერა ხელი, ჩრდილოეთ კორეის თავდასხმის შესაჩერებლად, მოკავშირეების თანამშრომლობას გააძლიერებს.
იუნ სუკ იოლის თქმით, ვაშინგტონის დეკლარაცია აჩვენებს აშშ-ის "უპრეცედენტო" ვალდებულებას თავდაცვის გაძლიერების, თავდასხმების შეკავებისა და ბირთვული იარაღის გამოყენებით, შეერთებული შტატების მოკავშირეების დაცვის კუთხით.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ს უკვე აქვს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება, დაიცვას სამხრეთ კორეა და საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენოს ბირთვული იარაღიც.
როგორც BBC წერს, ჩრდილოეთ კორეის მიერ შექმნილი ბირთვული საფრთხის შესახებ ორივე მხარეს შეშფოთება მატულობს, რაც გამოწვეულია იმით, რომ ფხენიანი ავითარებს ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს, რომელსაც შეუძლია სამხრეთ კორეა მიზანში ამოიღოს და ამასთან, ქვეყანა აუმჯობესებს შორ მანძილზე მოქმედ იარაღსაც, რომელსაც აშშ-მდე მიღწევა შეუძლია.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press