ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს.
როგორც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, ყურადღება ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვრინისთან, 21 აპრილს მომხდარ ინციდენტსა და ჰუმანიტარულ საკითხებზე გამახვილდება.
"ძირითადი აქცენტი და მთავარი განსახილველი საკითხი დღევანდელ შეხვედრაზე გახლავთ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების ბედი, რათა თითოეული მათგანი დაბრუნდეს საკუთარ ოჯახში. ყურადღება გამახვილდება თავისუფალი გადაადგილების ხელშეწყობის აუცილებლობაზე და ზოგადად, ჰუმანიტარული დატვირთვის მქონე საკითხები იქნება გააქტიურებული.
ჩვენი პოზიცია იქნება უაღრესად მკაცრი და შეურიგებელი ჭვრინისში მომხდართან დაკავშირებით. დაუშვებელია მსგავსი ფაქტი, როდესაც ჯერ ერთი, იყო უკანონო დაკავების მცდელობა, რა დროსაც მას მიადგა ჯანმრთელობის დაზიანება. ამგვარი ქმედება არის დაუშვებელი",- უთხრა ირაკლი ანთაძემ ჟურნალისტებს.
ცნობისთვის, 21 აპრილს, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვრინისის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს ორი მოქალაქის უკანონოდ დაკავება სცადეს და მათ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press