საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, 4-5 მაისს, უნგრეთში დაგეგმილ კონსერვატორთა საერთაშორისო კონფერენციაზე მიიწვიეს. მთავრობის მეთაური ღონისძიების სპკერების ჩამონათვალშია მოხსენიებული.
CPAC-უნგრეთის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, წლევანდელი კონფერენციის დევიზია „ერთად ძლიერები ვართ“.
"საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბუდაპეშტში კონსერვატიული პოლიტიკური სამოქმედო კონფერენციის სცენაზე გამოვა. ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტს 2021 წლის თებერვლიდან იკავებს. მას სჯერა, რომ საქართველო არის კონსერვატიული საზოგადოება ქრისტიანობაზე დაფუძნებული უნიკალური ღირებულებებით. გენდერული პროპაგანდა საქართველოს მიმართ კეთილგანწყობილი არ ყოფილა, მაგრამ ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ აქტივისტები და პოლიტიკოსები ვალდებული არიან, პატივი სცენ უმრავლესობის ნებას და ქართველების დიდი უმრავლესობა უარყოფს პროპაგანიდისტულ, ლგბტქ ზეწოლას",- წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრზე კონფერენციის ორგანიზატორი ორგანიზაცია.
აღსანიშნავია, რომ წინა ღონისძიება ორიენტირებული „ღმერთის, სამშობლოს, ოჯახის“ ღირებულებებზე იყო.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press