Foto

დაპირებული საბრძოლო მანქანების 98%-ზე მეტი უკრაინისთვის უკვე მიწოდებულია - სტოლტენბერგი

ნატო-ს მოკავშირეებმა და პარტნიორებმა უპრეცედენტო სამხედრო დახმარება გაუწიეს უკრაინას , მათ შორის ჯავშანტექნიკა, ტანკები და საბრძოლო მასალა,- ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელმა, იენს სტოლტენებერგმა განაცხადა.

სტოლტენბერგის თქმით, პარტნიორებმა უკრაინას დაპირებული საბრძოლო მანქანების 98%-ზე მეტი უკვე მიაწოდეს.

„საერთო ჯამში, აშშ-ის ხელმძღვანელობით, საკონტაქტო ჯგუფის მეშვეობით, ნატო-ს მოკავშირეებმა და პარტნიორებმა უპრეცედენტო დახმარება გაუწიეს უკრაინას. დაპირებული საბრძოლო მანქანების 98%-ზე მეტი უკრაინისთვის უკვე მიწოდებულია. ეს მოიცავს 1 550-ზე მეტ ჯავშანმანქანას, 230 ტანკს, აღჭურვილობას, მათ შორის დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალას“, - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

მისი თქმით, ალიანსი დარწმუნებულია, რომ პარტნიორების მხარდაჭერა უკრაინას ტერიტორიების დეოკუპაციაში დაეხმარება.