ნატო-ს მოკავშირეებმა და პარტნიორებმა უპრეცედენტო სამხედრო დახმარება გაუწიეს უკრაინას , მათ შორის ჯავშანტექნიკა, ტანკები და საბრძოლო მასალა,- ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელმა, იენს სტოლტენებერგმა განაცხადა.
სტოლტენბერგის თქმით, პარტნიორებმა უკრაინას დაპირებული საბრძოლო მანქანების 98%-ზე მეტი უკვე მიაწოდეს.
„საერთო ჯამში, აშშ-ის ხელმძღვანელობით, საკონტაქტო ჯგუფის მეშვეობით, ნატო-ს მოკავშირეებმა და პარტნიორებმა უპრეცედენტო დახმარება გაუწიეს უკრაინას. დაპირებული საბრძოლო მანქანების 98%-ზე მეტი უკრაინისთვის უკვე მიწოდებულია. ეს მოიცავს 1 550-ზე მეტ ჯავშანმანქანას, 230 ტანკს, აღჭურვილობას, მათ შორის დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალას“, - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.
მისი თქმით, ალიანსი დარწმუნებულია, რომ პარტნიორების მხარდაჭერა უკრაინას ტერიტორიების დეოკუპაციაში დაეხმარება.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press