უკრაინისთვის „ეფ-16“-ების მიწოდება რუსეთს შეაკავებს, ნაცვლად მისი პროვოცირებისა. ნაბიჯის გადადგმის დროა, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა.
მისივე თქმით, დასავლეთი აცხადებდა, რომ მათი მხრიდან უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებები "რუსეთის პროვოცირებას გამოიწვევდა", მაგრამ ეს ასე არ მომხდარა.
„შეიარაღების სახეობები, რომლებზეც გვითხრეს, რომ უკრაინისთვის მათი მიწოდება ესკალაციის პროვოცირებას გამოიწვევდა, თუმცა ეს არასდროს მომხდარა: არტილერია, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები, ტანკები, შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები. ასევე „ეფ-16“-ები. უკრაინისთვის „ეფ-16“-ების მიწოდება რუსეთს შეაკავებს, ნაცვლად მისი პროვოცირებისა. ნაბიჯის გადადგმის დროა“, - წერს კულება.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press