Foto

ერდოღანმა და პუტინმა აქუიუს ბირთვული ელექტროსადგური ოფიციალურად გახსნეს

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯიფ თაიფ ერდოღანმა და რუსეთის პრეზიდენტებმა, ვლადიმერ პუტინმა აქუიუს ბირთვული ელექტროსადგური ოფიციალურად გახსნეს.

გახსნის ცერემონიალში რეჯეფ თაიფ ერდოღანი და ვლადიმერ პუტინი დისტანციურად მონაწილეობდნენ.

ერდოღანის განცხადების თანახმად, აქუიუს ატომური ელექტროსადგური თურქეთისა და რუსეთის ერთობლივი უმსხვილესი ინვესტიციაა, რომელიც თურქეთს მისცემს შესაძლებლობას წელიწადში 1,5 მილიარდი დოლარის ღირებულების ბუნებრივი აირის იმპორტის შეამციროს.

როგორც ცნობილია,  ბირთვული ელექტროსადგური ელექტროენერგიის წარმოებას მიმდინარე წლის ბოლოს დაიწყებს.