სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტს ბრიუსელში 31 მაისს მიმართავს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლას ოფიციალური წერილი დღეს მიიღო.
"ევროპარლამენტთან მიღწეული შეთანხმებით, საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტს ბრიუსელში 31 მაისს მიმართავს.
აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლას ოფიციალური წერილი დღეს მიიღო", - წერს ადმინისტრაცია.
შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილის ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლა 18 აპრილს იყო დაგეგმილი, თუმცა მოგვიანებით ვიზიტი გადაიდო.
როგორც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განმარტა, ვიზიტის გადადების მიზეზი მთავრობის მხრიდან ხელოვნურად გაჭიანურებული თანხმობის მიღების პროცესი გახდა.
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
Mana press