პუტინის თავდასხმამ უკრაინაზე კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ საქართველო ვერასდროს იქნება უსაფრთხოდ, თუკი არ შეუერთდება NATO-სა და ევროკავშირს, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პარლამენტში საქართველოს საკითხზე გამართულ დებატებზე ევროპის საკითხებში სახელმწიფო მდივნის საპარლამენტო მოადგილემ, ლეო დოქერტიმ განაცხადა.
მისივე თქმით, დღესდღეობით რუსეთის ჯარები თბილისიდან რამდენიმე კილომეტრში დგანან და მათი ზეწოლა საქართველოზე უფრო და უფრო იზრდება.
"პუტინის თავდასხმამ უკრაინაზე კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ საქართველო ვერასდროს იქნება უსაფრთხოდ, თუკი არ შეუერთდება NATO-სა და ევროკავშირს, ვინაიდან ეს არის რეგიონი, რომელიც სავსეა კონფლიქტით. რუსეთის ზეწოლა საქართველოზე უფრო და უფრო იზრდება. დღესდღეობით საქართველოს 20%-ზე მეტი არის ოკუპირებული რუსეთის მიერ და რუსული ჯარები დგანან თბილისიდან რამდენიმე კილომეტრში", - განაცხადა დოქერტიმ.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press