საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჯოზეფ ბორელსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, დმიტრო კულებას შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.
როგორც ბორელი აცხადებს, საუბრისას უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკისა და ჩინეთის ლიდერის, სი ძინპინის საუბარი განიხილეს.
ბორელმა აღნიშნა, რომ მშვიდობისკენ მიმართული ნებისმიერი მნიშვნელოვანი ინიციატივა უნდა იყოს სამართლიანი მშვიდობისკენ მიმართული, უკრაინის პირობებიდან გამომდინარე.
„ბოგოტაში დღე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასთან საუბრით დავიწყე. ჩვენ განვიხილეთ ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინის სატელეფონო საუბარი პრეზიდენტ ზელენსკისთან. მშვიდობისკენ მიმართული ნებისმიერი მნიშვნელოვანი ინიციატივა უნდა იყოს სამართლიანი მშვიდობისკენ მიმართული, უკრაინის პირობებიდან გამომდინარე“, - წერს ბორელი.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press