თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის სერჟანტი მამუკა მელაძე გარდაცვლილი იპოვეს. აღნიშნულ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სერჟანტი გარდაცვლილი, გვიან ღამით, უწყების ერთ-ერთ ობიექტზე იპოვეს.
სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის 115-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
"საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტმა სუიციდის ფაქტზე, სისხლის სამართლის 115-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს, გამოძიება დაიწყო. თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის სერჟანტი მამუკა მელაძე (1978 წელს დაბადებული) გვიან ღამით გარდაცვლილი იპოვეს, რომელმაც უწყების ერთ-ერთ ობიექტზე თავი ჩამოიხჩო.
საქმეზე გამოკითხულია მოწმეები, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები და ტარდება საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიების პირველადი ინფორმაციით თვითმკვლელობა სავარაუდოდ ოჯახურ კონფლიქტს უკავშირდება.
თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს აღნიშნული ფაქტის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს",- აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
სახალხო დამცველის აპარატის განცხადება პოლიციელე...
Mana press