ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი პეტრ პაველი და მისი სლოვაკი კოლეგა ზუზანა ჩაპუტოვა უკრაინაში ჩავიდნენ.
უკრაინული მედიის ცნობით, პრეზიდენტები ბუჩას რეგიონის ერთ-ერთ დასახლებაში, ნემეშაევოში მატარებლით ჩავიდნენ, სადაც მათ უკრაინაში ჩეხეთის ამჟამინდელი და ყოფილი ელჩები დახვდნენ.
ჩეხეთის პრეზიდენტმა ვიზიტის ამსახველი ფოტო და ინფორმაცია სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
"ზუზანა ჩუპატოვა და მე მშვიდობისა და სამართლიანობის ერთი და იგივე ღირებულებებს ვიზიარებთ. ძნელია, როცა ჩემი თვალებით ვხედავ, რომ უკრაინელები ძალიან დიდ ფასს იხდიან ამისთვის, საკუთარი სისხლითა და მოქალაქეების სიცოცხლით. აგრესორის წინააღმდეგ ბრძოლა იცავს იმას, რაც ჩვენ გვაერთიანებს",- წერს პეტრ პაველი Twitter-ზე.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press