Foto

რეზნიკოვი - კონტრშეტევისთვის მზადება დასკვნით ეტაპზეა

კონტრშეტევისთვის მზადება დასკვნით ეტაპზეა, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ალექსეი რეზნიკოვმა კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით,  უკრაინამ უკვე მიიღო ძალიან თანამედროვე სისტემები, რომლის ჯამური ღირებულებაც 80 მილიარდზე მეტს აღწევს, მაგრამ გარდა ამისა, უკრაინელმა სამხედროებმა უნდა გაიარონ გადამზადებები და აითვისონ ტექნიკა.

ამასთან ერთად, რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ „აბრამსის“ ტიპის ამერიკული ტანკები კონტრშეტევაში მონაწილეობას არ მიიღებენ, თუმცა უკრაინელი სამხედროები მათი მართვის სწავლებაზე უკვე გაემგზავრნენ.

„მზადება სრულდება, რადგან იარაღისა და სამხედრო ტექნიკის გარდა, ჩვენმა სამხედროებმა ისინი უნდა აითვისონ. ჩვენ მივიღეთ ძალიან თანამედროვე სისტემები“, – განაცხადა ალექსეი რეზნიკოვმა.