Foto

პისტორიუსი - გერმანიამ უკრაინას „ლეოპარდ 2“-ის 18 ტანკი და „მარდერის“ 40 საბრძოლო მანქანა უკვე გადასცა

გერმანიამ უკრაინას უკვე გადასცა „ლეოპარდ 2“ ტიპის 18 ტანკი და „მარდერის“ ტიპის ქვეითთა 40 საბრძოლო მანქანა., - ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა.

მისივე თქმით, გერმანია ასრულებს დაპირებულ სიტყვას და მხარს უჭერს უკრაინას ჯავშანტექნიკის  და სხვა იარაღის, ასევე, საჭირო სათადარიგო ნაწილებისა და საბრძოლო მასალის სასწრაფო მიწოდებით.

მან ასევე აღნიშნა, რომ გერმანია ზაფხულში უკრაინისთვის "ლეოპარდ 1" ტიპის 80 ერთეული ტანკის მიწოდება იგეგმება.

„მარტში ჩვენ უკრაინას გადავეცით 18 თანამედროვე Leopard 2A6 და 40 ქვეითი საბრძოლო მანქანა Marder-ი. ისევე, როგორც სხვა პაკეტები, როგორიცაა სასწრაფოდ საჭირო სათადარიგო ნაწილები და საბრძოლო მასალა“, - განუცხადა პისტორიუსმა ესპანურ გამოცემა La Vanguardia-ს. „გარდა ამისა, მეტი წარმატებისთვის აქტიურად ვახორციელებდი ზეწოლას ჩვენს მოკავშირეებზე. საბოლოოდ ჩვენ მოვახერხეთ ბრიგადის უზრუნველყოფა“, - განაცხადა პისტორიუსმა.