თეთრ სახლში თუ დამაბრუნებთ, ვაშინგტონის კორუმპირებული ისტებლიშმენტის მმართველობა დასრულდება და ამერიკა კვლავ თავისუფალი ერი გახდება, - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ნიუ ჰემფშირის შტატში მხარდამჭერებთან შეხვედრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ჯო ბაიდენმა არჩევნებში ხელახლა მონაწილეობაზე არ უნდა იფიქროს და ქვეყნის განადგურების საქმე უნდა დასრულდეს.
„ის ამბობს, რომ სამუშაოს დასრულება სურს. მას სურს, დაასრულოს ჩვენი ქვეყნის განადგურების საქმე, მაგრამ ამ მხრივ, ის რეალურად ძალიან ახლოსაა. სამწუხაროდ, ის ძალიან ახლოს არის საქმის დასრულებასთან. ამდენი განსხვავებული რამ გავაკეთეთ, ჩვენ გავაკეთეთ დიდი სამუშაო. ჩვენ არასდროს მიგვიღია ამის დამსახურების აღიარება. მან არ იცის, რომ ცოცხალია და ძალიან სამწუხაროა, რომ არასდროს ყოფილა ისეთი საუბარი, როგორიც ახლა გესმით, რადგან ამ ბიჭს წარმოდგენა არ აქვს, როგორ ილაპარაკოს. ის ძალიან მკაცრია, როცა რბილი უნდა იყოს და ძალიან რბილია, როცა მკაცრი უნდა იყოს. ის ამბობს ისეთ რაღაცებს, რაც ძალიან ცუდია, პროვოცირებას ახდენს და შემდეგ სისუსტეს იჩენს. ეს არის ყველაზე გიჟური რამ. ის ზუსტად საპირისპიროს ამბობს, რაც თქვენ უნდა თქვათ“, - განაცხადა ტრამპმა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press